Monday, December 24, 2012

კომპიუტერის განვითარების თაობები


 1973 წელს დაიწყო ორი დიდი ფირმის დავა კომპიუტერის ავტორობის შესახებ. ჩატარდა სასამართლოს 135 სხდომა. დამტკიცდა, რომ 1940 წელს ატანასოვს მიუწვევია მოუჩლი, უჩვენებია მისთვის ხელნაწერები, გაუცვნია გამოთვლითი მოწყობილობის მუშაობის პრინციპი. გაირკვა, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოუჩლიმ შეძლო ეგმ-ის შექმნა, რაც გაფორმდა პირველი კომპიუტერის სახით.
  ამრიგად, დღეისთვის კომპიუტერის ავტორობის მორალური უფლება მხოლოდ ატანასოვს აქვს.

  როგორც აღვნიშნეთ, კომპიუტერი არის პროგრამის მიხედვით ამტომატურად მართვადი სწრაფმომქმედი
ელექტრონული მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა დიდი მოცულობის ინფორმაციის შენახვა, დამუშავება და გადაცემა.
  ბოლო წლებში კომპიუტერის რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. მის რიცხობრივ ზრდასთან ერთად, არანაკლებ სწრაფად მიმდინარეობდა მათი სრულყოფის პროცესიც.
  ელემენტური ბაზის, ტექნიკური მახასიათებლების და ინფორმაციის დამუშავების მიხედვით მიღებულია კომპიუტერის დაყოფა თაობებად: 
I თაობა (1950-1957) -  ამ თაობის მანქანები აგებული იყო ლამპებზე და ელექტრონულ-სხივურ მილაკებზე. ისინი არსებობდნენ 1957 წლამდე. ამ თაობების ეგმ-ზე წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ პირველი კომპიუტერი "ენიაკი" იწონიდა 27ტ-ს, შედგებოდა 18000 ლამპისგან, იკავებდა 200 მ2 ფართობს და მას ემსახურებოდა პროგრამისტთა და ინჟინერთა მთელი არმია. ამ თაობის მანქანებს მეხსიერება მაგნიტურ დოლებზე ჰქონდათ. მათი მუშაობის სიჩქარე თანამედროვე კომპიუტერთან შედარებით ძალზე მცირე იყო. წამში მხოლოდ 10-15 ათასი არითმეტიკული ოპერაციების შესრულება შეეძლო. ეს მანქანები ძირითადად ექსპერიმენტული მოწყობილობები იყვნენ და მათ აგებდნენ სხვადასხვა თეორიული მოსაზრებების შესამოწმებლად.

 II თაობა (1958-1963) - ელექტრონული ტექნიკის განვითარებამ, კერძოდ, ტრანზისტორული (ნახევარგამტარული) ელემენტების გამოჩენამ განაპირობა II თაობის კომპიუტერის შექმნა. ლამპა შეიცვალა უფრო საიმედო და უფრო სწრაფი ტრანზისტორით. ამ მანქანებს მახსოვრობა ჰქონდათ მაგნიტურ გულანებზე. ისინი წარმოადგენდნენ პატარა რგოლებს, რომლებსაც შეეძლოთ დაემახსოვრებინათ ორმაგი ინფორმაცია. ტრანზისტორული კომპიუტერი მის წინამორბედისგან განსხვავებით გამოირჩეოდა მაღალი სწრაფქმედებით. გაიზარდა მისი მუშაობის საიმედობა, გამოყენების სფერო, შემცირდა მისი გაბარიტები და მოხმარებული ენერგია. მას იყენებდნენ სხვადასხვა სტატისტიკური და ეკონომიური ამოცანების ამოსახსნელად. დიდია მისი წვლილი სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანების გადაწყვეტაშიც.
III თაობა (1963-1974) -  1964 წელს ფირმა IBM-მა წარადგინა ექვსმოდულიანი მოწყობლობაIBM, რომელიც იყო პირველი კომპიუტერი მესამე თაობაში. ეს მანქანები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ ოპერატიული სისტემით და ჰქონდათ ბრძანების ერთიანი სისტემა.

No comments:

Post a Comment