Monday, December 24, 2012

პერსონალური კომპიუტერის გაძლიერება


1983 წლს გამოვიდა IBM PC XT კომპიუტერი, რომელსაც ჰქონდა მყარი დისკი "ვინჩესტერი"და 1985 წელს კი გამოვიდა IBM PC AT ახალი Intel-80286 პროცესორის ბაზაზე. იგი 3-4-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობდა, ვიდრე მისი წინამორბედი. მალე სხვა ფირმებმაც დაიწყეს IBM PC- თან თავსებადი კომპიუტერების წარმოება, რომლებსაც უფრო იაფად ყიდნენ. ზოგიერთმა ფირმამ უფრო სწრაფად "აითვისა" ტექნიკური მიღწევები, ვიდრე IBM-მა. ახალი კომპიუტერი Intel-80386-მა, პროცესორით გამოუშვა უკვე არა IBM-მა არამედ ერთ-ერთმა სხვა ძლიერმა კომპანიამ. ასე, რომ IBMMფირმამ დაკარგა ლიდერის როლი და გახდა ერთ-ერთი სხვა ფირმებს შორის.
ამრიგად, დასახელება " IBM PC" სულაც არ ნიშნავს, რომ კომპიუტერი ამ ფირმის მიერ არის დამზადებული. დღეს ამ ტიპის კომპიუტერების უმეტესობა იწყობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც მათი წარმოება უფრო იაფია.


IBM  PC ტიპის კომპიუტერების განვითარება ხდება სხვადასხვა ფირმის მეშვეობით, თუმცა IBM-ის ფირმა მაინც რჩება ყველაზე დიდ მწარმოებელ ფირმად. კომპიუტერები Intel-80386X,  80486, Pentium პროცესორებით Super-VGA 800x600  და 1024x768  მინიტორებით დაამზადა არაIBM-მა, არამედ სხვა ფირმებმა. IBM PC ტიპის კომპიუტერების განვითარებაზე დღეს ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მიკროპროცესორების - "კომპიუტერის ტვინის" მწარმოებელი Intel ფირმა და ფირმა Microsoft, რომელმაც გამოუშვა ოპერაციული სისტემა MS DOS,  გრაფიკული გარსიWindows და სხვა მრავალი პროგრამა  IBM PC ტიპის კომპიუტერებისთვის.



პერსონალური კომპიუტერი


პერსონალური კომპიუტერი მისი წინამორბედისგან გამოირჩევა ბევრი უპირატესობით, როგორიცაა სიმარტივე, საიმედობა, დაბალი ფასი და სხვა. სწორედ ამ უპირატესობების გამო, გამოთვლითი ტექნიკა ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში შეიჭრა, რამაც, თავის მხრივ, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ტემპების არნახული ზრდა გამოიწვია.
  პირველი პერსონალური მიკროკომპიუტერი, სახელწოდებით"Altair", შეიქმნა 1974 წელს. ამ კომპიუტერის მწარმოებელი კომპანიაMITS დააარსა ედ რობერტსმა. ფაქტიურად, "Altair" წარმოადგენდა მიკროკომპიუტერის ასაწყობ კომპლექტს და ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე პერსონალური კომპიუტერებისგან. მას არ ჰქონდა  კლავიატურა და  მონიტორი. მონაცემების შეყვანა ხორციელდებოდა წინა პანელზე მოთავსებული გადამრთველების საშუალებით. ამ კომპიუტერისთვის პროგრამების ინტერპრეტატორი ბეისიკი კი შექმნა კორპორაცია Microsoft-ის დამაარსებელმა - ბილ გეიტსმა.
1977 წლისათვის გამოვიდა სხვადასხვა ფორმის კიდევ რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი:Tandy,  Commodore,  Apple II. განსაკუთრებით საყურადღებოა კომპიუტერი Apple, რომლის პირველი მოდელი ორმა ახალგაზრდა მეგობარმა სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნეაკმა შექმნეს. 1976 წელს მათ დააარსეს კომპანია Apple Computer, რომლის სამუშაო ოფისად გამოიყენეს ჯობსის მშობლების ბინის ერთ-ერთი საძინებელი ოთახი. 1977 წელს მათ მიერ შექმნილი კომპუტერის შემდგომი მოდელი  Apple II გამოირჩეოდა კარგი დიზაინითა და საიმედოობით. ეს იყო მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი, ფერადი გრაფიკით. ამ მოდელს დიდი წარმატება ხვდაწილად. უკვე 1980 წელს Apple Computer-ის შემოსავალი შეადგენდა 117 მლნ. დოლარს.
  1979 წელს გამოვიდა Apple II-ის მოდიფიცირებული მოდელი Apple II plus. ის წარმოადგენდა უკვე საკმაოდ დახვეწილ პერსონალურ კომპიუტერს, რომელთანაც სპეციალური პლატების მეშვეობით შეიძლებოდა სხვადასხვა მოწყობილობების (საბეჭდი, დისკური მოწყობილობის, ფერადი ტელევიზორის) მიერთება. Apple II plus-თვის შექმნილმა "ელექტრონული ცხრილების" პირველმა პროგრამამ სახელწოდებით VisiCalc გადააქცია ეს კომპიუტერი სერიოზულ ინსტრუმენტად (მცირე ფირმების ბუღალტერიის წარმოებისათვის).
  70-იანი წლების ბოლოს პერსონალური კომპიუტერის გავრცელებამ გამოიწვია დიდი და პატარა ეგმ-ებზე მოთხოვნილების შემცირება. ეს გახა IBM (Intelnational Business Machines Corporation) ფირმის სერიოზული შეშფოთების საგანი და ამიტომ 1979 წლიდან გადაწყვიტეს პერსონალური კომპიუტერების გამოშვება. კომპიუტერის მიკროპროცესორად არჩეულ იქნა უახლესი   Intel-8088მიკროპროცესორი;
ახალი პროცესორის გამოყენებამ გაზარდა კომპიუტერის შესაძლებლობები, რადგან ის მუშაობდა 1 მბტ. მეხსიერებასთან, ხოლო ყველა სხვა კომპიუტერი იყო 64 კბტ. შეზღუდული მეხსიერებით. ამ კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავებულ იქნა ფირმა Microsoft-ის  მიერ. 1981 წლის აგვისტოში გამოვიდა ახალი კომპიუტერი IBM PC და ძალიან მალე დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ერთი-ორი წლის შემდეგ IBM PC კომპიუტერმა წამყვანი ადგილი დაიკავა კომპიუტერული ტექნიკის ბაზაზე და პერსონალური კომპიუტერის  სტანდარტად იქცა. დღეს ასეთი კომპიუტერები (IBM PC-თან თავსებადი) შეადგენენ მსოფლიოში წარმოებული კომპიუტერების 90%-ს.

კომპიუტერის განვითარების თაობები


 1973 წელს დაიწყო ორი დიდი ფირმის დავა კომპიუტერის ავტორობის შესახებ. ჩატარდა სასამართლოს 135 სხდომა. დამტკიცდა, რომ 1940 წელს ატანასოვს მიუწვევია მოუჩლი, უჩვენებია მისთვის ხელნაწერები, გაუცვნია გამოთვლითი მოწყობილობის მუშაობის პრინციპი. გაირკვა, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოუჩლიმ შეძლო ეგმ-ის შექმნა, რაც გაფორმდა პირველი კომპიუტერის სახით.
  ამრიგად, დღეისთვის კომპიუტერის ავტორობის მორალური უფლება მხოლოდ ატანასოვს აქვს.

  როგორც აღვნიშნეთ, კომპიუტერი არის პროგრამის მიხედვით ამტომატურად მართვადი სწრაფმომქმედი
ელექტრონული მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა დიდი მოცულობის ინფორმაციის შენახვა, დამუშავება და გადაცემა.
  ბოლო წლებში კომპიუტერის რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. მის რიცხობრივ ზრდასთან ერთად, არანაკლებ სწრაფად მიმდინარეობდა მათი სრულყოფის პროცესიც.
  ელემენტური ბაზის, ტექნიკური მახასიათებლების და ინფორმაციის დამუშავების მიხედვით მიღებულია კომპიუტერის დაყოფა თაობებად: 
I თაობა (1950-1957) -  ამ თაობის მანქანები აგებული იყო ლამპებზე და ელექტრონულ-სხივურ მილაკებზე. ისინი არსებობდნენ 1957 წლამდე. ამ თაობების ეგმ-ზე წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ პირველი კომპიუტერი "ენიაკი" იწონიდა 27ტ-ს, შედგებოდა 18000 ლამპისგან, იკავებდა 200 მ2 ფართობს და მას ემსახურებოდა პროგრამისტთა და ინჟინერთა მთელი არმია. ამ თაობის მანქანებს მეხსიერება მაგნიტურ დოლებზე ჰქონდათ. მათი მუშაობის სიჩქარე თანამედროვე კომპიუტერთან შედარებით ძალზე მცირე იყო. წამში მხოლოდ 10-15 ათასი არითმეტიკული ოპერაციების შესრულება შეეძლო. ეს მანქანები ძირითადად ექსპერიმენტული მოწყობილობები იყვნენ და მათ აგებდნენ სხვადასხვა თეორიული მოსაზრებების შესამოწმებლად.

 II თაობა (1958-1963) - ელექტრონული ტექნიკის განვითარებამ, კერძოდ, ტრანზისტორული (ნახევარგამტარული) ელემენტების გამოჩენამ განაპირობა II თაობის კომპიუტერის შექმნა. ლამპა შეიცვალა უფრო საიმედო და უფრო სწრაფი ტრანზისტორით. ამ მანქანებს მახსოვრობა ჰქონდათ მაგნიტურ გულანებზე. ისინი წარმოადგენდნენ პატარა რგოლებს, რომლებსაც შეეძლოთ დაემახსოვრებინათ ორმაგი ინფორმაცია. ტრანზისტორული კომპიუტერი მის წინამორბედისგან განსხვავებით გამოირჩეოდა მაღალი სწრაფქმედებით. გაიზარდა მისი მუშაობის საიმედობა, გამოყენების სფერო, შემცირდა მისი გაბარიტები და მოხმარებული ენერგია. მას იყენებდნენ სხვადასხვა სტატისტიკური და ეკონომიური ამოცანების ამოსახსნელად. დიდია მისი წვლილი სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანების გადაწყვეტაშიც.
III თაობა (1963-1974) -  1964 წელს ფირმა IBM-მა წარადგინა ექვსმოდულიანი მოწყობლობაIBM, რომელიც იყო პირველი კომპიუტერი მესამე თაობაში. ეს მანქანები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ ოპერატიული სისტემით და ჰქონდათ ბრძანების ერთიანი სისტემა.

ტექნოლოგიური რევოლუცია


XX საუკუნეში ელექტრონიკის დარგში გაკეთებულმა აღმოჩენებმა ტექნოლოგიურ რევოლუციამდე მოგვიყვანა და ცხოვრების წესი შეგვიცვალა.
 წინათ ინფორმაცია ქაღალდზე წიგნებშიგაზეთებსა თუ ჟურნალებში ინახებოდამათ შესანახად საჭირო იყო დიდი სისტემები და ბიბლიოთეკები.

 XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ექსპერიმენტები ელექტრონიკის დარგში. მეცნიერებმა გამოიგონეს ელექტრონული ლამპები, რომელთაც შეეძლოთ ემართათ ელექტროდების სუსტი ნაკადი. ლამპებს პირველად რადიომიმღებში სიგნალის გასაძლიერებლად იყენებდნენ. 40-იან წლებში ლამპები გამოიყენეს პირველი კომპიუტერის ასაგებად. ამ "ვეება მანქანას"  მთელი ოთახი ეჭირა, მაგრამ ანგარიშის გარდა არაფერი შეეძლო.
  1958 წელს მიკროსქემა - ჩიპი გამოიგონეს. ეს რამდენიმე მილიმეტრის სისქის სილიციუმის (კაჟის) თხელი ფირფიტაა. მიკროჩიპი ასობით ელექტრულ წრედს შეიცავს და თითქმის ყველა მანქანის მართვა შეუძლია, თუკი სათანადოდ იქნება დაპროგრამებული.
  მიკროსქემის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა უფრო პატარა, სწრაფი და მძლავრი კომპიუტერების აგება. თანამედროვე კომპიუტერს ანგარიშის გარდა, ინფორმაციის სწრაფი მოძებნა და დამახსოვრება შეუძლია. კომპიუტერი ერთ წამში გადაათვალიერებს ელექტრონული ხერხით დამახსოვნებულ მთელ ბიბლიოთეკას და ნებისმიერი წიგნის საჭირო გვერდს გიჩვენებთ.
   პრაქტიკულად, კომპიუტერი გამოიყენება თანამედროვე ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. 

ინფორმაცია კომპიუტერის შესახებ


კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.
კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.
კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კი ნოუთბუქ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.