1983 წლს გამოვიდა IBM
PC XT კომპიუტერი, რომელსაც ჰქონდა მყარი დისკი "ვინჩესტერი"და
1985 წელს კი გამოვიდა IBM PC AT ახალი Intel-80286 პროცესორის
ბაზაზე. იგი 3-4-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობდა, ვიდრე მისი წინამორბედი. მალე სხვა
ფირმებმაც დაიწყეს IBM PC- თან თავსებადი კომპიუტერების
წარმოება, რომლებსაც უფრო იაფად ყიდნენ. ზოგიერთმა ფირმამ უფრო სწრაფად
"აითვისა" ტექნიკური მიღწევები, ვიდრე IBM-მა. ახალი
კომპიუტერი Intel-80386-მა, პროცესორით გამოუშვა უკვე არა IBM-მა
არამედ ერთ-ერთმა სხვა ძლიერმა კომპანიამ. ასე, რომ IBMMფირმამ
დაკარგა ლიდერის როლი და გახდა ერთ-ერთი სხვა ფირმებს შორის.
ამრიგად, დასახელება
" IBM PC" სულაც არ ნიშნავს, რომ კომპიუტერი ამ ფირმის მიერ
არის დამზადებული. დღეს ამ ტიპის კომპიუტერების უმეტესობა იწყობა
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც მათი წარმოება უფრო იაფია.
No comments:
Post a Comment